რუსულ ფრეგატს, რომელიც საფრანგეთის პორტში არ შეუშვეს, წყლის მარაგი ეწურება
რუსულ ფრეგატს, რომელიც საფრანგეთის პორტში არ შეუშვეს, წყლის მარაგი ეწურება

რუსულ ფრეგატს, რომელიც საფრანგეთის პორტში არ შეუშვეს, წყლის მარაგი ეწურება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ფრეგატის, „შტანდარტის“ ეკიპაჟს მალე წყალი ამოეწურება, საფრანგეთის ხელისუფლებამ კი გემს ბრესტის პორტში შესვლა აუკრძალა.

„გემზე ვითარება სწრაფად უარესდება, მათ უკვე წყლის ნაკლებობა აქვთ. არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს გემს, შევიდეს პორტში მომარაგებისთვის“, – განუცხადა რუსულ მედიას მეზღვაურთა დახმარების ასოციაციის, „მორ გლაზის“ ხელმძღვანელმა, ჟან-პოლ ელკანმა.

როგორც რუსულ მედიას „შტანდარტის“ კაპიტანმა, ვლადიმირ მარტუსმა განუცხადა, ადრე ფრეგატს თავისუფლად შეეძლო გადაადგილება საფრანგეთისა და ესპანეთის წყლებში. ახლა სამანძიანი გემი საფრანგეთის ატლანტის სანაპიროდან ნახევარ კილომეტრში დგას.

რუსული მედიის ცნობით, ბორტზე არის მრავალეროვნული გუნდი, რომელშიც შედის 17 მეზღვაური რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, ინგლისიდან და ისრაელიდან.