რუსუდან შარაძე - ვაპირებ, შევხვდე გიორგი ბარათელს
რუსუდან შარაძე - ვაპირებ, შევხვდე გიორგი ბარათელს

„ბარათელს ადრე ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია, დაუმატეს ორი წელი, რის შემდეგაც ისე შეშინდა, რომ სიმართლეს აღარ ამბობს“, – ამის შესახებ პირველ არხს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მამამისის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს რამდენჯერმე შეხვდა და მასთან შეხვედრას ისევ აპირებს.

„28 წელი ჰქონდა მისჯილი, ამნისტია შეეხო და გამოვიდა. ამბობს, რომ ეშინია, რომ მოკლავენ. მისი მესმის. შეხვედრები მქონდა ძალიან კარგი მასთან და ვაპირებ ისევ შევხვდე. დაისვენოს, გარემოს შეეგუოს და შევხვდები, რეაბილიტირებული უნდა იყოს. 2015 წლიდან საქმე ხელახალ ძიებაშია და სიმართლის დადგენის იმედი მაქვს. შედეგი აუცილებლად დაიდება“, – განუცხადა პირველ არხს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა ციხე დატოვა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გურამ შარაძე 2007 წელს თბილისში, შანიძის ქუჩაზე მოკლეს.