გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა ციხე დატოვა
გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა ციხე დატოვა

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა, 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ჟურნალისტების კითხვას, რომ გურამ შარაძის ოჯახი მას დამნაშავედ არ მიიჩნევს, გიორგი ბარათელი პასუხობს, რომ ოჯახთან მოგვიანებით ილაპარაკებს

„მოვიხადე სასჯელი, ბრალი აღიარებული მაქვს, არავის არანაირ ზეწოლაში არ ვადანაშაულებდი, მე ვარ პატიმარი. გურამ შარაძესთან არანაირი ინტერესი არ მქონდა დანარჩენი ითქვა სასამართლოზე” – განაცხადა გიორგი ბარათელმა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გურამ შარაძე 2007 წელს თბილისში, შანიძის ქუჩაზე მოკლეს.