რუსუდან გოცირიძე - დღევანდელი შობის დღესასწაული მიმდინარეობს ომისა და უიმედობის ჩრდილქვეშ, იმედს ვიტოვებთ, მშვიდობა და ადამიანთა შორის სათნოება წელს მაინც დამყარდება
ჩვენი ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ბედნიერების, სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ სამყაროსთვის, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღევანდელი შობის დღესასწაული, ყველგან, სადაც კი იდღესასწაულება, მიმდინარეობს ომისა და უიმედობის ჩრდილქვეშ, რადგან ამ სამყაროში არსებობს რამდენიმე სისხლმდინარე ჭრილობა. ყველა კარგად ვიაზრებთ, რომ ამ სამყაროს სჭირდება ზუსტად ის მშვიდობა, რომელზეც აი, იმ ღამეს, როდესაც იესო გაჩნდა ანგელოზებმა უთხრეს მწყემსებს. იმედს ვიტოვებთ, რომ იქნებ ამ წელს მაინც მოხერხდეს, რომ ქვეყანასა ზედა მშვიდობა და ადამიანთა შორის სათნოება დამყარდეს, გილოცავთ ყველას“,- აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.
თბილისში, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს.