რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, წაღებულია რვა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია სავარაუდო დამნაშავეები. ისინი არასრულწლოვნები არიან.