რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. გოგონა გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა სახლში ნახეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.