რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

01:01, 06.01.2020

რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. გოგონა გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა სახლში ნახეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი