რუსთავში ახალგაზრდები ტრანსპორტზე ტარიფის ზრდას აპროტესტებენ. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.
„ძალა ჩვენშია, არა გაზრდილ ტარიფს“, – ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები რუსთავის მერიის წინ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი მივიდა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.
ირაკლი ტაბაღუა შეკრებილებს იმ სანქციებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ესაუბრა, რაც მერიამ პრობლემის მოგვარების მიზნით გადადგა.
29 დეკემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტზე ფასი 1.50 ლარიდან, 2 ლარამდე გაიზარდა.