რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.
შემთხვევა კოსტავას N15-ში მოხდა. ჯერ უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.