რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს
რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.

შემთხვევა კოსტავას N15-ში მოხდა. ჯერ უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.