რუსთავში შენობის დემონტაჟის სამუშაოების დროს კედლის ჩამოშლას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ოსტროვსკის ქუჩაზე შენობის დემონტაჟის სამუშაოების დროს კედლის ჩამოშლას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საკუთარ ეზოში სამუშაოებს ოჯახის წევრები და მათთან დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი ახორციელებდნენ.
დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.