რუსთავში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა
რუსთავში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.