რუსთავში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

14:26, 21.01.2020

რუსთავში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტს შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი