საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც 20-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.
1974 წლიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის შენობა პირველად აშენდა.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში მსგავსი შენობები აჭარისა და გურიის რეგიონებში გაიხსნება.