რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

14:30, 02.02.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც 20-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

1974 წლიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის შენობა პირველად აშენდა.

გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში მსგავსი შენობები აჭარისა და გურიის რეგიონებში გაიხსნება.

 

მსგავსი