რუსთავში, მესხიშვილის მეორე გასასვლელში 35 წლამდე ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.