რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, მესხიშვილის მეორე გასასვლელში 35 წლამდე ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.