რუსთავში, რკინიგზის სადგურზე მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა
რუსთავში, რკინიგზის სადგურზე, მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.