რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს რუსთავში.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 41 და 25 წლის მამაკაცები ცივი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დაჭრილები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ მათგანს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. მეორეს კი სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

ექიმის განმარტებით, პაციენტების სიცოცხლეს არ ემუქრება.