რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავიდან იუწყება.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გადმოვარდნის შემდეგ, მეორე სართულის მოშენებაზე დავარდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.