რუსთავში მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა

12:14, 22.09.2018

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე მესამე სართულის ფანჯრიდან ერთი წლის გოგონა გადმოვარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავიდან იუწყება.

თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გადმოვარდნის შემდეგ, მეორე სართულის მოშენებაზე დავარდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

 

მსგავსი