„არა ძალადობას“, „ლექსოსთვის“ ამ ლოზუნგებით ჟურნალისტებისა და ოპერატორების მდუმარე აქცია გაიმართა რუსთავში.
ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს და მის კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
შეკრებილებმა დაგმეს 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობა.