რუსთავში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს
რუსთავში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს

„არა ძალადობას“, „ლექსოსთვის“ ამ ლოზუნგებით ჟურნალისტებისა და ოპერატორების მდუმარე აქცია გაიმართა რუსთავში.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს და მის კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.

შეკრებილებმა დაგმეს 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობა.