რუსთავში ლომბარდი გაძარცვეს
რუსთავში ლომბარდი გაძარცვეს

რუსთავში ლომბარდი გაძარცვეს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ერთი საათის წინ თოდრიას ქუჩაზე არსებული ლომბარდი ჯერჯერობით უცნობმა პირმა გაძარცვა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, შეიარაღებული იყო. ის სათვალთვალო კანერებმაც დააფიქსირა. ამ წუთებში, ადგილზე თავდამსხმელის ამოცნობა მიმდინარეობს.

ლომბარდიდან წაღებულია თანხა და მობილური ტელეფონები.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.