რუსთავში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. ის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.
ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა.