რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა
რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა

რუსთავში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვ​ირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. ის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.

ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა.