რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მანამდე ბინაში მცხოვრებმა მოქალაქემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მისმა ეტლით მოსარგებლე ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისივე თქმით, მამაკაცმა ცეცხლის გაჩენის შემდეგ სავარაუდოდ ბინიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსიდან განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. რამდენიმე მათგანს, დაკვამლიანების გამო, ადგილზე მყოფი სასწრაფოს ექიმების დახმარება დასჭირდა.