რუსთავში ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა
რუსთავში ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა

რუსთავში ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ეს რუსთავში პირველი, ქვეყნის მაშტაბით კი მეშვიდე ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიაა. მრევლმა და მოწვეულმა სტუმრებმა ეკლესიის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს.

დღეს საღმრთო ლიტურგია არ ჩატარებულა, მრევლი ძირითადად მილოცვებს იღებდა.

როგორც ეკლესიის მთავარი პასტორი აცხადებს, შენობის რეკონსტრუქცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძველი, ერთსართულიანი ნაგებობა, მრევლის სიმრავლის გამო საკმარისი არ იყო.