რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
რუსთავში გუშინ ოთხი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი გუშინ დააკავა.