რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

13:36, 10.02.2024

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

რუსთავში გუშინ ოთხი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი გუშინ დააკავა.

მსგავსი