რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა
რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
მე-12 მიკრირაიონში მთლიანად ახდილია “ენერგო პრო ჯორჯიას” ქვესადგურის სახურავი. ასევე დაზიანებულია ბილბორდები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ხეები.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
დაზიანებული ობიექტები დილიდან რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.