რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა

11:46, 10.01.2018

რუსთავში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.

მე-12 მიკრირაიონში მთლიანად ახდილია “ენერგო პრო ჯორჯიას” ქვესადგურის სახურავი. ასევე დაზიანებულია ბილბორდები, საახალწლო განათებები. მოგლეჯილია ხეები.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დაზიანებული ობიექტები დილიდან რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.

მსგავსი