რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გაშალა
რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გაშალა

რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გაშალა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პირველ ეტაპზე მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კარავი იქნება, სადაც 24-საათიან მორიგეობას დააწესებენ და კომპანიას მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ორგანიზატორები ასევე მოუწოდებენ რუსთავის მაცხოვრებლებს, მათ აქციას კარვებით შეუერთდნენ.

რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა, ქალაქში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ 14 აპრილს რუსთავის ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, იუსტიციის მინისტრს გადაწყვეტილების შესაცვლელად კი 24-საათიანი ვადა მისცეს.

ამასთან, აქციის მონაწილეების მოთხოვნას დღეს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.