რუსთავში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა [ვიდეო]
ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. რუსთავში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.