რუსთავში წუხელ, გვიან ღამით, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ოთხი მცირეწლოვანი მოიწამლნენ. შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა, ბავშვები კი, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში. ჰოსპიტალში გადაყვანისას ყველა მათგანი კონტაქტური იყო.
საქართველოს პირველ არხს ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, რომ მოწამლული ბავშვები კლინიკიდან უკვე გაწერეს.