რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 10 წლის ბავშვია.
შემთხვევა რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ პაციენტს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ბავშვი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.