რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლების აქცია დილიდან განახლდა
რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლების აქცია დილიდან განახლდა

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა დღეს დილიდან აქცია განაახლეს. გაფიცულები ქარხნის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია.

აქციის მონაწილეები საშუალო ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.

ამ დრომდე ბლოკირებულია ქარხნის შესასვლელი. გადაადგილების საშუალება მხოლოდ ჟანგბადით დატვირთულ ავტომობილებს აქვთ.

„რუსთავის აზოტმა “ თანამშრომელთა პროტესტის გამო, გუშინ მუშაობა შეაჩერა.