საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს.
კორპორაციის ცნობით, სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Forain Srl ასრულებს.
ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობისა და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციისა და რედუცირების საკითხებიც.
რუსთავში გაზგამანაწილებელი ახალი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.