ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 250 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

კორპორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი 3,3 პროცენტია. რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა.

ათწლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი შემცირდა.