რუსთავში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 42 წლის ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა.
როგორც პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს, ქალი აბაზანაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.