„რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი გაუძვირდა.
უფრო კონკრეტულდ კი, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება, მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის კი დაახლოებით, 8 თეთრით იზრდება.
რაც შეეხება კომერციულ სეტქორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე დაახლოებით, 43 თეთრით იზრდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ3-ზე 0.405 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 2.281 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ზე 3.644 ლარი.
“რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს – გარდაბანში, ხოლო 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.
დადგენილი ტარიფები ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა.