რუსთავის საოლქო კომისიის თავმჯდომარე - მარკირების წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, კომისიის წევრებმა კანონის დაცვით იმოქმედეს
რუსთავის N20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური აცხადებს, რომ რუსთავში ამომრჩევლის მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობა დაფიქსირდა.
როგორც გაგა აფციაურმა განაცხადა, კომისიის წევრებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს.
„ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ როცა ამომრჩეველს აღენიშნება მარკირება, იგი ვერ შედის საარჩევნო უბანზე და ვერ აძლევს ხმას, ასეთი შემთხვევა ნამდვილად იყო. ამომრჩევლებს აღენიშნებოდათ მარკირება, კომისიის წევრებმა ისინი უბანზე არ დაუშვეს”, – განაცხადა გაგა აფციაურმა.