რუსთავის საოლქო კომისიის თავმჯდომარე – მარკირების წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, კომისიის წევრებმა კანონის დაცვით იმოქმედეს

15:43, 28.11.2018

რუსთავის N20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური აცხადებს, რომ რუსთავში ამომრჩევლის მიერ ხმის ხელმეორედ მიცემის მცდელობა დაფიქსირდა.

როგორც გაგა აფციაურმა განაცხადა, კომისიის წევრებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს.

„ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ როცა ამომრჩეველს აღენიშნება მარკირება, იგი ვერ შედის საარჩევნო უბანზე და ვერ აძლევს ხმას, ასეთი შემთხვევა ნამდვილად იყო. ამომრჩევლებს აღენიშნებოდათ მარკირება, კომისიის წევრებმა ისინი უბანზე არ დაუშვეს”, – განაცხადა გაგა აფციაურმა.

მსგავსი