რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
ამასთან, კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მას ბანკის კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კოვიდ 19 დღეს დილით დაუდგინდა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 134-მდე გაიზარდა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.