რუსთავის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 62 ადამიანი იმყოფება. ისინი იტალიიდან და გერმანიიდან არიან ჩამოსულები.
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების საკარანტინო ზონაში გადმოყვანა ავტობუსებით მოხდა.
რუსთავის საკარანტინო ზონაში მოქალაქეები 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.