რუსთავის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 62 ადამიანი იმყოფება

12:28, 15.03.2020

რუსთავის საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 62 ადამიანი იმყოფება. ისინი იტალიიდან და გერმანიიდან არიან ჩამოსულები.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების საკარანტინო ზონაში გადმოყვანა ავტობუსებით მოხდა.

რუსთავის საკარანტინო ზონაში მოქალაქეები 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

მსგავსი