რუსთავის პირველ სკოლაში ცრუ შეტყობინების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავის პირველ სკოლაში ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 331-ე მუხლით, რაც ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სკოლაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები. გარე პერიმეტრზე კი მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური.
რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა.