რუსთავის პირველ სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

14:57, 15.02.2018

რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

სკოლის დირექტორისა და მანდატურის სამსახურის განმარტებით, 112-ზე შესული შეტყობინება ცრუ განგაში იყო და საფრთხე არ არსებობს.

„112-ში შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ. მოხდა სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია. აღმოჩნდა, რომ ეს ცრუ განგაში იყო. საფრთხე აღარ არსებობს. საგაკვეთილო პროცესი დასრულებულია“, – განაცხადა პირველ არხთან მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო მელქაძემ.

რუსთავის პირველ საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა.

მსგავსი