რუსთავის მერიასთან აქცია სახელწოდებით „სუფთა ჰაერი რუსთავს“ იმართება
რუსთავის მერიის წინ აქცია იმართება ლოზუნგით – „სუფთა ჰაერი რუსთავს“.
აქცია სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეს“ ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კანონპროექტის განხილვას ითხოვენ, რომელიც მეწარმეებისთვის რეგულაციებს გაამკაცრებს და პირობას შექმნის, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდეს.