რუსთავის მერიასთან აქცია სახელწოდებით „სუფთა ჰაერი რუსთავს“ იმართება

20:40, 18.07.2020

რუსთავის მერიის წინ აქცია იმართება ლოზუნგით – „სუფთა ჰაერი რუსთავს“.

აქცია სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეს“ ორგანიზებით იმართება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კანონპროექტის განხილვას ითხოვენ, რომელიც მეწარმეებისთვის რეგულაციებს გაამკაცრებს და პირობას შექმნის, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდეს.

მსგავსი